
31 მაისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ დასაქმების პორტალი HR.ge-ს წარმომადგენლები.
შეხვედრის თემა: ონლაინ დასაქმების ფორუმი და ღონისძიება 2018.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ ინფორმაციას ინოვაციური პროექტის შესახებ, რომელიც გულისხმობს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებას თავდაპირველად ონლაინრეჟიმში, შემდეგ კი, ფინალურ ღონისძიებაზე, – პირისპირ გასაუბრებას.
შეხვედრა საინტერესო იქნება ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია.
დრო: 31 მაისი, ხუთშაბათი, 14:00 საათი.
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, III სართული, ჭავჭავაძის N32.
[wpai_display_imported_files_here]