
25 მაისს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით გამართავს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ძველი კონსტიტუცია ახალი შინაარსით – გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში”.
კონფერენციის მიზანია საჯარო განხილვებისთვის საერთო პლატფორმის შექმნა, სადაც დაინტერესებული მხარეები შედარებითი ანალიზის გზით შეძლებენ, უკეთესად გაიგონ კანონის უზენაესობის გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში. ამასთან კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველ და ნორვეგიელ იურისტებს შორის პროფესიული კონტაქტების დამყარებასა და შემდგომ განვითარებას.
მომხსენებლები:
კონფერენცია რამდენიმე სესიად გაიმართება და მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:
კონსტიტუციის შექმნის პროცესი/გამოწვევები: საერთაშორისო ადამიანის უფლებები, როგორც კონსტიტუციის გადასინჯვის სტანდარტი; კონსტიტუციის მიღების პროცესი – გამოწვევები საქართველოსთვის 1921, 1995 და 2018 წწ; კონსტიტუციური რეფორმა, შთაგონებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით – შეზღუდვები და გამოწვევები; კონსტიტუცია და შეიარაღებული ძალების გამოყენება; სახელმწიფო უშიშროება, კონსტიტუციური რეგულირება;
სამოქალაქო უფლებები, მიმდინარე დებატი და გამოწვევები: კონსტიტუცია და გამოხატვის თავისუფლება/გამოხატვის თავისუფლების ისტორია სკანდინავიურ ქვეყნებში; გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საერთო სასამართლოებში; გამოხატვის თავისუფლება და გაუმჟღავნებლობის ვალდებულება; კონსტიტუცია და რელიგია/სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის: კონსტიტუციური სეკულარიზმისკენ; რელიგიის მუხლი ახალ კონსტიტუციაში.
მოდერატორები:
გიორგი გიორგაძე – ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია
გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი
სამუშაო ენა: ქართული (თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება)
დრო: 25 მაისი, 10:30 სთ.
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]