
15 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პოეზია და გრძნობის ორგანოები“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: გრძნობის ორგანოთა კლასიფიკაცია, მხედველობის შეგრძნება და მეტაფორა, მხედველობა და თვითაღქმა, გემო და სახე-ხატი, ლექსთწყობა – მეტრი და წონასწორობის შეგრძნება, სმენის შეგრძნებიდან მეტყველების (სიტყვის) შეგრძნებამდე, ბგერა და ფიგურა, ქართული ხალხური პოეზიის რიტმიკა და ხალხური ორნამენტები.
დრო: 15 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]