
2018 წლის მაის-ივნისში ილიაუნის სამართლის სკოლა აბიტურიენტებისათვის ჩაატარებს სამოქალაქო განათლების უფასო მოსამზადებელ კურსს. კურსს გაუძღვება სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი.
მოსამზადებელი კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც საბაზისო დონეზე ფლობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამოქალაქო განათლების საგამოცდო მასალას და საჭიროებენ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდების ჩაბარების ტექნიკებში დახელოვნებას.
კურსის ხანგრძლივობა და განრიგი: კურსი დაიწყება 26 მაისს და დასრულდება 24 ივნისს, მეცადინეობები ჩატარდება შაბათ-კვირას.
თემა: პიროვნება და საზოგადოება; მრავალფეროვანი გარემო და მშვიდობიანი თანაარსებობა; კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა
თემა: სახელმწიფო და სამართალი; დემოკრატიის არსი და მისი ძირითადი ინსტრუმენტები;
თემა: ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; სამოქალაქო საზოგადოება და მონაწილეობა; მოქალაქეობა;
თემა: მდგრადი განვითარება; ეკონომიკა
მონაწილეობის პირობები
კურსის გასავლელად საჭიროა მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. რეგისტრაციის პროცესის დასრულებისთანავე ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით კურსთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2018 წლის 20 მაისი
სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/lawprep2018
კურსის გავლის შესაძლებლობა მიეცემა 100 აბიტურიენტს. უპირატესობა მიენიჭებათ აბიტურიენტებს, რომლებიც პირველი შეავსებენ სარეგისტრაციო ფორმას.
[wpai_display_imported_files_here]