Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: პეტერ ვაისის პიესის „მარატ-სადის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია

მაისი 10, 2018 / 19:00

10 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით გაიმართება პეტერ ვაისის განთქმული პიესის „მარატ-სადის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. პიესა თარგმნა ჯემალ ჭელიძემ და გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.

წიგნის წარდგინებაში მონაწილეობას მიიღებენ ლაშა ბუღაძე, გიგა ზედანია, გიორგი მაისურაძე და ნინო ფირცხალავა.

წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება სპექტაკლის „მარატ-სადი“ პრემიერა, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის დრამის რეჟისურის მიმართულების კურსდამთავრებულის, საბა ასლამაზიშვილის დებიუტია.

სპექტაკლის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ აქ.

დრო: 10 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობაწიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 10, 2018
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: