Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ პრანას ზუკასკასის საჯარო ლექციები

აპრილი 25, 2018 / 19:00

25 და 27 აპრილს პროფესორი პრანას ზუკასკასი (ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი, ლიტვა) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციებს.

პირველი ლექციის თემა: „უცხოური ბაზრის შერჩევის პრინციპები და სტრუქტურა“.       

მომხსნებელი ისაუბრებს უცხოური ბაზრის შერჩევი მაკრო, გარდამავალი და მიკროდონეების შესახებ. ასევე უცხოური ბაზრის გეოგრაფიულ, ფინანსურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და სოციალურ გარემოზე, ბაზრის ზომის შერჩევაზე. უცხოური ბაზრის კულტურულ გარემოსა და ბაზრის შერჩევის ტექნიკაზე.

დრო: 25 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეორე ლექციის თემა: „საერთაშორისო ბაზრის თავისებურებები. პროდუქტის ადაპტაცია უცხოური ბაზრისთვის“

ლექციის თემატიკა: საერთაშორისო მარკეტინგის გარემო; პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე: პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი, ბრენდინგი და თავისებურებები, ხარისხის ოპტიმიზაცია, შეფუთვის სპეციფიკა.

საბაზისო საერთაშორისო მარკეტინგული ცოდნის შეძენა; საერთაშორისო ვაჭრობისა და საინვესტიციო ტრანზაქციებისთვის ბაზრის შერჩევის მეთოდების შესწავლა; ბაზრის შერჩევის საფეხურებისა და მათი მთავარი მახასიათებლებისა და ფაქტორების გაცნობა, რაც განაპირობებს ბაზრის შერჩევას; მარკეტინგის თავისებურებების შესწავლა საერთაშორისო ბაზარზე; პროდუქტის სპეციფიკის გაგება, მისი დისტრიბუცია, ფასი, მარკეტინგის ხელშეწყობა. მარკეტინგული ქმედებების ამ ფაქტორების მოთხოვნების შესაბამისად ადაპტაციის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორების ანალიზი.

დრო: 27 აპრილი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: E209 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მომხსენებლის შესახებ

პრანას ზუკასკასს დამთავრებული აქვს კაუნასის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ეკონომიკის ფაკულტეტი. 1990 წლიდან ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. სხვადასხვა დროს იყო ვიტაუტას დიდის უმივერსიტეტის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის სენატის წევრი და მდივანი; 1990 წლიდან ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და უნივერსიტეტის საბჭოს წევრია. 2010 წელს მიენიჭა ჰაბილიტირებული დოქტორის წოდება სოციალურ მეცნიერებებში, 2001 წელს კი – პროფესორის ტიტული.

მეცნიერის კვლევის სფეროებია: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო ბიზნესი, საერთაშორისო მარკეტინგი. დაბეჭდილი აქვს 3 მონოგრაფია და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია.

პროფესორი პრანას ზუკასკასი არის სამეცნიერო ჟურნალ „გამოყენებითი ეკონომიკა: სისტემატური კვლევის“ (Taikomoji Ekonomika: Sisteminiai Tyrimai) მთავარი რედაქტორი, ასევე ლიტვის ორი ცნობილი პერიოდული გამოცემის საგამომცემლო საბჭოს წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების ცენტრის მუდმივი ექსპერტი.

ლექციების სამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 25, 2018
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: