
3 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი შეხვედრების ციკლის – „მითოსი-კულტი-პოეზია“ – ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „დიონისური დღესასწაულები და „თხების სიმღერა“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: „რაგნაროკი” და ნიცშეს „ზარატუსტრა“, „გაზაფხულის პარადიგმა“ წარმართობასა და ქრისტიანობაში, ევროპული კულტურის ქრისტიანული საფუძვლები, გზა ღმერთიდან ადამიანისკენ – ბუნებიდან ისტორიისკენ – სივრციდან დროისკენ.
დრო: 3 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]