Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია: „როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითოლოგიური აღქმიდან თანამედროვე მეცნიერებამდე“

მარტი 12, 2018 / 18:30

12 მარტს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია: „როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითოლოგიური აღქმიდან თანამედროვე მეცნიერებამდე“.

მომხსენებელი ისაუბრებს კოსმოლოგიის ბაზისურ კონცეფციასა და სამყაროს შემეცნების სხვადასხვა ეტაპზე: დაწყებული ინდური რიგვედას კოსმოლოგიიდან – XVII-XI სს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე, შუა საუკუნეების კოსმოლოგიური ცოდნის გავლით – დამთავრებული თანამედროვე, XXI საუკუნის, კოსმოლოგიის ოქროს ხანით; იგი შეეხება კოსმოლოგიის როგორც ფიზიკურ (ფიზიკისა და ასტრონომიის ნაწილი), ასევე ფილოსოფიურ (კოსმოლოგიის ფილოსოფია) და რელიგიურ-მითოლოგიურ (ეზოთერულის ჩათვლით) ასპექტებს.

ლექციის დიდი ნაწილი დაეთმობა შეკითხვებს:

  • როგორ შევისწავლით სამყაროს?
  • რამდენად შორს შეგვიძლია გავიხედოთ მომავალსა და წარსულში?
  • სად გადის ჩვენი შემეცნების ზღვარი?

მომხსენებელი ასევე შეეხება დაკვირვებითი კოსმოლოგიის მოქმედ და სამომავლო მისიებს: PLANCK, LISA, LSST და სხვ.

დრო: 12 მარტი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 12, 2018
Time:
18:30
Event Category:
Event Tags: