
19 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ადამიანი როგორც ხილული მუსიკა და პოეზია“.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ამურისა და ფსიქეას მითი, კვირის დღეებისა და პლანეტების მიმართება, შვიდფერა ცისარტყელა და შვიდი ნოტი, ცისარტყელას, მშვილდის, არფისა და როიალის მეტამორფოზები, ადამიანი-ინსტრუმენტი, ადამიანი – ორკესტრი.
დრო: 19 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]