Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან

დეკემბერი 9, 2017 / 14:00

9 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი” გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან.

შეხვედრის თარიღი სიმბოლურად არის შერჩეული ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს N2250 რეზოლუციის მეორე წლისთავის აღსანიშნავად.

ღონისძიების თანაორგანიზატორია საქართველოს გაეროს ასოციაცია UNAG, რომელიც საქართველოს მასშტაბით 14 ახალგაზრდულ ცენტრს ხელმძღვანელობს. შეხვედრას დაესწრებიან თბილისის ორივე ცენტრის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის – წევრები და ამ უნივერსიტეტების სტუდენტები.

შეხვედრის შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე „ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

დისკუსიაში ჩაერთვებიან მოწვეული სტუმრებიც:

  • ახალგაზრდული ორგანიზაცია World Vision-ის ახალგაზრდების გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი გიორბელიძე
  • სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი ჟორჟოლიანი
  • გაეროს განვითარების ფონდის პროექტმენეჯერი გიორგი ვარდიშვილი
  • ფონდ ALPE-ს დირექტორი ზურაბ გუნცაძე
  • საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში გიორგი ტუმასიანი

დისკუსიას მოდერაციას გაუწევს საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამის ახალგაზრდული კომპონენტის ოფიცერი თამთა ხუციშვილი.

დრო: 9 დეკემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 9, 2017
Time:
14:00
Event Category:
Event Tags: