
6 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით ილიაუნის E207 აუდიტორიაში გაიმართება PR აკადემიის დირექტორის, ნათია გოცაძის მასტერკლასი „7 ნაბიჯი სურვილიდან შედეგამდე“.
მასტერკლასის თემა: როგორ მივაღწიოთ მიზანს.
საუბარი შეეხება მიზნის მიღწევის ტექნიკებსა და ბარიერებს, რომლებსაც ვაწყდებით ამ პროცესში.
ასევე
ინფორმაცია სპიკერის შესახებ
ნათია გოცაძე არის PR აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, საჯარო მმართველობის დოქტორი. მას აქვს 15-წლიანი გამოცდილება კომუნიკაციების სფეროში, სერტიფიცირებული ბიზნესტრენერია 7-წლიანი გამოცდილებით; ნათია გოცაძის საავტორო პროგრამებია: არავერბალური კომუნიკაცია და ზეგავლენის ჟესტები, ურთიერთობის ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური კომუნიკაცია და სხვ. იგი არის ამერიკის პიარ ასოციაციის (PRSA) წევრი; 2015 წლიდან – PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის დამფუძნებელი, 2015 წლიდან – ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ავტორიზებული პროფესორი.
დრო: 6 ნოემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]