
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ნოემბერში ბიზნესიდეების კონკურსი ჩატარდება.
კონკურსის 10 წარმატებული მონაწილე 2018 წლის ზაფხულში სრული დაფინანსებით გაემგზავრება მასარაკის (ბრნო, ჩეხეთი) ან მინიოს უნივერსიტეტში (გიმარესი, პორტუგალია) და 1-კვირიან ტრენინგს დაესწრება, სადაც შეძლებს საკუთარი ინოვაციური ბიზნესიდეის დახვეწასა და ბიზნესგეგმის შემუშავებას.
ვისთვის?
თუ ხარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, გაქვს ინოვაციური და კრეატიული ბიზნესიდეა, შეგიძლია გამოწვევევის მიღება, არ უშინდები ბევრ შრომას და გჯერა საკუთარი წარმატების, მაშინ ამ კონკურსში მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილებაა.
რატომ?
პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:
როგორ?
გამოგზავნე შევსებული განაცხადის ფორმა არაუგვიანეს ამა წლის 10 ნოემბრისა. დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს: https://docs.google.com/bic
როდის?
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:
15 და 16 ნოემბერს განაცხადების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს შეხვდებიან ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის ბიზნესაქსელერატორის მენტორები და დაეხმარებიან იდეების დახვეწაში;
17 ნოემბერს კონკურსის მონაწილეები ჟიურის წინაშე წარადგენენ საკუთარ ინოვაციურ ბიზნესიდეებს და გამოვლინდება კონკურსის 10 გამარჯვებული მონაწილე.
პრიზი
Erasmus + პროექტის EUCA-INVEST მხარდაჭერით ბიზნესიდეების კონკურსის 10 გამარჯვებული მონაწილე 2018 წლის ზაფხულში სრული დაფინანსებით ერთკვირიან ტრენინგზე გაემგზავრება მასარაკის (ბრნო, ჩეხეთი) ან მინიოს უნივერსიტეტში (გიმარესი, პორტუგალია), სადაც მონაწილეები კიდევ უფრო კონკრეტულს გახდიან საკუთარ ბიზნესიდეებსა და ბიზნესგეგმას.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
გვანცა ტატიშვილი
ტელ.: 599 179 330
ელფოსტა: gvantsa.tatishvili@iliauni.edu.ge
[wpai_display_imported_files_here]