Loading Events

« All Events

  • This event has passed.

აკადემიკოს ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ოქტომბერი 31, 2017 / 10:00

31 ოქტომბერს აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადებიდან 110 წელი სრულდება. იგი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას სათავეში ჩაუდგა დაარსების დღიდან. ევგენი ხარაძის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით აშენდა და განვითარდა ობსერვატორია, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიო ასტრონომიულ ცოდნაში. მან დაუდო საფუძველი ასტრონომიულ განათლებას საქართველოში.

ევგენი ხარაძის იუბილესთან დაკავშირებით 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ  ობსერვატორიაში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც ობსერვატორიის წამყვანი მეცნიერები წაიკითხავენ მოხსენებებს თავიანთი კვლევების შესახებ, ისაუბრებენ მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მოეწყობა ფოტოსურათების გამოფენა.

კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

დრო: 31 ოქტომბერი-1 ნოემბერი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 31, 2017
Time:
10:00
Event Category:
Event Tags: