
6 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – „პოეზია და რეციტაცია“ – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს – „პოეზია და 7 ხელოვნება“.
ლექციათა ციკლის მერვე ლექციის თემაა: „ქართული ლიტერატურა და ეროვნული იდენტობა“.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ენისა და სახელმწიფოს საზღვრები; პოეზია და კულტურის სხვა ნიშნები; ლუთერი და გერმანია; ლუთერი და ფაუსტი; ილია ჭავჭავაძე და სეკულარიზმი.
დრო: 6 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]