Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დავით გაბუნიას „დაშლა“ – რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ივნისი 7, 2017 / 19:00

7 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის ლიტერატურული  კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“  გიწვევთ დავით გაბუნიას სადებიუტო რომანის  პრეზენტაციაზე. წიგნს წარადგენენ ავტორი დავით გაბუნია და რედაქტორი ქეთი ნიკოლეიშვილი

„ზურას და თინას ოჯახური ცხოვრება უღრუბლო ინერციით მიედინება; ისეთია, როგორიც უნდა იყოს – ჰყავთ შვილები, აქვთ სახლი, ზრუნავენ ერთმანეთზე… მაგრამ 2012 წლის ცხელ ზაფხულს ყველაფერი თავდაყირა დგება. მათ ყოველდღიურობაში სხვები იჭრებიან, უცხო და აქამდე გამოუცდელი ვნებები კი დამანგრეველი ძალის აღმოჩნდება.
დავით გაბუნიას სადებიუტო რომანში სამყაროს მხოლოდ პერსონაჟების თვალით ვხედავთ, დეტალებად დაშლილ რეალობაში ყველას საკუთარი, ერთმანეთთან შეუთავსებელი სიმართლე აქვს.“

მოდერატორი – მაშო სამადაშვილი.

დრო: 7 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 7, 2017
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: