
2017 წლის 6 ივნისს, 19: 00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა სტუდენტური ფსიქო-ფიზიოლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელთან, ასოცირებულ პროფესორ მალხაზ მაყაშვილთან.
საუბარი შეეხება ნეიროფსიქოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მარკერებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია თავის ტვინის იშემიური ინსულტის პრემორბიდული პრედიქციისა და პოსტ-ინსულტური კლინიკური სურათის პროგნოზისათვის.
დრო: 6 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]