Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მოიპოვე სრული დაფინანსება ლიმერიკის (ირლანდია) უნივერსიტეტში – iGeneration-ის საგრანტო კონკურსი

აპრილი 10, 2017 / 12:00

10 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქველმოქმედო ფონდის, iGeneration-ის, წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებს გააცნობენ ფონდის საგრანტო კონკურსის პირობებს.

საქველმოქმედო ფონდი iGeneration სრულად აფინანსებს საბაკალავრო პროგრამას ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია).
სრული დაფინანსება 4 წლის განმავლობაში ლიმერიკის უნივერსიტეტში მოიცავს: სწავლის საფასურს, ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელს, დაზღვევას, ავიაბილეთებს ა.შ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც საბაკალავრო სწავლების საფეხურის პირველ, მეორე ან მესამე კურსზეა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://igeneration.ge

დრო: 10 აპრილი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი, #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 10, 2017
Time:
12:00
Event Category:
Event Tags: