Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„რევოლუციიდან სოციალურ მოძრაობებამდე? პროტესტის დინამიკა 21-ე საუკუნის საქართველოში“ – კრებულის პრეზენტაცია

აპრილი 3, 2017 / 18:30

3 აპრილს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის – „რევოლუციიდან სოციალურ მოძრაობებამდე? პროტესტის დინამიკა 21-ე საუკუნის საქართველოში“ – პრეზენტაცია.

კრებული აერთიანებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2016 წლის 29-31 ივლისს ყაზბეგის კვლევით ცენტრში ჩატარებულ სტუდენტურ ვორკშოპში  („სოციალური მოძრაობები საქართველოში – პროტესტის დინამიკა 2000-2016 წლებში“) მონაწილე სტუდენტების სტატიებს.

კრებულს, რომელიც გებერტ რიუფის ფონდის ხელშეწყობით  გამოქვეყნდა, მასში შესული სტატიების ავტორები წარადგენენ.

დრო: 3 აპრილი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლში „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 3, 2017
Time:
18:30
Event Category:
Event Tags: