
14 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „პოეზია და სინამდვილე“.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: კრონოსის მიერ ურანოსის დასაჭურისება; აფროდიტეს დაბადება; აფროდიტე და ათენა; სიცოცხლისა და ცნობიერების ძალების პოლარულობა; ჰადესი ჰომეროსთან და ორფეულ ჰიმნებში; ორფეოსი და დიონისე-ზაგრეუსი; მშვენიერების მითოლოგიური გაგება და არნოლდ ბიოკლინის მკვდართა კუნძული.
დრო: 14 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]