
7 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „პოეზისი და მიმეზისი“.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: პოეზიის „ფიზიკა“ და „მეტაფიზიკა“;
მიბაძვა-იმიტაცია-მიმსგავსება vs. ქმნა-თხზვა-გამოგონება; „პლატონი და პოეტები“;
არისტოტელეს პოეტიკა ანუ ცოდნა პოეზიის შესახებ.
დრო: 7 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]