
22 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ქადაგიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „განათლება და კარიერის დაგეგმვა“.
მომხსენებელი ისაუბრებს დასახულ პრიორიტეტებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ეს სფერო მოიცავს.
საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სამართალზე, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე.
ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.
დრო: 22 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]