Loading Events

« All Events

  • This event has passed.

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „საშობაო და სააღდგომო პოეტური ტექსტების იკონოგრაფია“

დეკემბერი 20, 2016 / 19:08

20 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საშობაო და სააღდგომო პოეტური ტექსტების იკონოგრაფია“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: წმინდა ნიკოლოზი და ქრისტიანული თქმულებები; შობის მეტაფორა ანგელუს სილეზიუსთან; გალაკტიონი და ქრისტიანობა; ბორის ბასტერნაკის „საშობაო ვარსკვლავი“; იოსიფ ბროდსკის ლექსები „საშობაო ციკლიდან“.

დრო: 20 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 20, 2016
Time:
19:08
Event Category:
Event Tags: