Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კონფერენცია „თანადროული განათლების სკოლა 3“

დეკემბერი 20, 2016 / 15:00

20 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, თბილისის #82 საჯარო სკოლის ორგანიზებითა და ილიაუნის განათლების სკოლის მხარდაჭერით, გაიმართება მასწავლებელთა კონფერენცია: „თანადროული განათლების სკოლა 3“.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა; საზოგადოებისთვის სკოლის მუშაობის ანგარიშის წარდგენა და წარმატებული გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია „თანადროული განათლების სკოლა 3“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება“ – ერთგვარი უკუკავშირია.

დრო:20 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1, ვაკის პარკთან), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 20, 2016
Time:
15:00
Event Category:
Event Tags: