
14 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი.
გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.
ანოტაცია
მოხსენებაში განხილული იქნება ენის დოკუმენტირებისა და კვლევის თანამედროვე სტანდარტები და ქართული ენის კორპუსული რესურსები (ქართული ენის კორპუსი – http://corpora.iliauni.edu.ge/), რომლებიც ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში შეიქმნა. მომხსენებლები წარმოადგენენ პრობლემებს, რომლებიც ქართული ენის კომპიუტერული დამუშავების პროცესში იჩენს თავს. ნაჩვენები იქნება უკვე შექმნილი საანალიზო ინსტრუმენტის, მორფოლოგიური ანალიზატორის, სამომავლო განვითარების პერსპექტივა: მორფოსინტაქსური მოდული, ელექტრონული კორექტორი, ელექტრონული მთარგმნელი.
ანოტაცია
მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ორი კვლევითი პროექტი, რომლებიც ციფრული ჰუმანიტარიის სტანდარტების მიხედვით იქმნება:
დრო: 14 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]