
25 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ბალთაზარის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ზაგრები, ხორვატია) პროფესორი, ალანლაბუსი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ხორვატი ერის ფორმირების პროცესი XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის ბოლომდე“. პროფესორი ალან ლაბუსი, ამავე დროს, ზემოხსენებული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ხელმძღვანელობს.
დრო: 25 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]