
18 ნოემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნითი კონფერენციის ფარგლებში, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, „ეკონომისტის“, უფროსი რედაქტორი, ედვარდ ლუკასი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „რეალპოლიტიკა და ახალი ცივი ომი“(Realpolitik and the New Cold War).
მომხსენებლის შესახებ
ედვარდ ლუკასი ჟურნალ „ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორია. მის კვლევით ინტერესებში შედის: ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა დაენერგეტიკის საკითხები; ცივი ომის დასასრული; „რკინის ფარდის“ გაქრობა; საბჭოთა კავშირის დაშლა და ვლადიმერ პუტინის აღზევება. ედვარდ ლუკასი ორგანიზაციის – Center for EuropeanPolicy Analysis (CEPA) – ვიცე-პრეზიდენტიცაა. მის ცნობილ ნაშრომებს შორისაა: „The New Cold War“ (2008), „Deception“ (2011), „The Snowden Operation“ (2014).
ლექციის ენა: ინგლისური
დრო: 18 ნოემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ (თავისუფლების მოედანი #4)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]