ყოველწლიურად, მარტის თვეში, მსოფლიოში აღინიშნება ფრანკოფონიის დღეები. საქართველოშიც უკვე ტრადიციად იქცა ფრანკოფონიის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკოფონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის – ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF -ის წევრია.
ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში ხუთშაბათს, 25 მარტს, 15:00 საათზე (მის: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ავსტრიული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს პატარძეულის ქართულ-ფრანგული ლიცეუმის მოსწავლეებს. ბავშვები მოაწყობენ მათი სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველ გამოფენას და წარმოადგენენ ლიცეუმში ფრანგულ ენაზე დადგმულ ბოლო სპექტაკლს – „ვარსკვლავთცვენა”. გასულ წელს ფრანგულენოვანი სკოლების ფესტივალზე ამ სპექტაკლმა პირველი ადგილი დაიმსახურა.
[wpai_display_imported_files_here]