
11 ოქტომბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბაზელის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი კლაუდია ბაეზ-კამარგო წაიკითხავს საჯარო ლექციას: „არაფორმალური მმართველობა და კორუფცია: შვიდი შემთხვევის შედარებითი მიმოხილვა“ (“Informal Governance and Corruption: Comparative Insights from Seven Cases”).
ლექცია ჩატარდება ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“.
მომხსენებლის შესახებ:
კლაუდია ბაეზ-კამარგო ბაზელის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარია. ის ფლობს პოლიტიკის მეცნიერებებში დოქტორის ხარისხს ნოტრ-დამის უნივერსიტეტიდან (აშშ) და მაგისტრის ხარისხს კემბრიჯის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი). სხვადასხვა დროს კლაუდია ბაეზ-კამარგო გაეროს ეკონომიკურ კომისიასა და მექსიკის სოციალური განვითარების სააგენტოში სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართულ კვლევით პროექტებზე მუშაობდა.
ლექციის ენა: ინგლისური
დრო: 11 ოქტომბერი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]