Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მეორე დიალოგი სოკრატეს მეთოდით: მედიის თავისუფლება და „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი

ივლისი 18, 2016 / 19:00

2016  წლის 18 ივლისს, 19:00 საათზე, ღიას ცის ქვეშ, პარკში „მზიური“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) – თანამშრომლობით, მართავს მეორე დიალოგს სოკრატეს მეთოდით: „მედიის თავისუფლება და „რუსთავი 2-ის“ სასამართლო პროცესი“.

დიალოგში მონაწილეობას მიიღებენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების   იურისტი გიორგი გოცირიძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები.

პირველი დიალოგი გაიმართა „რუსთვი2“-ის გენერალური დირექტორის,      ნიკა გვარამიასა და ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის მონაწილეობით.

დიალოგის მიზანია არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ის საქმის სამართლებრივი განხილვა, არამედ იმ სერიოზული გავლენის შეფასება, რაც ამ დავას აქვს მედიის თავისუფლებაზე საქართველოში.

დიალოგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი.

რა არის დიალოგი სოკრატეს მეთოდით

დიალოგი სოკრატეს მეთოდით სამართლის სწავლების ცნობილი მეთოდია. ტრადიციული სწავლების გამოცდილებისგან განსხვავებით, დიალოგში ყველა მხარე მონაწილეობს და სტუდენტები კითხვებს უსვამენ როგორც მასწავლებლებს, ასევე ერთმანეთს. სოკრატისეული დიალოგის მეთოდი ეფუძნება იმ დაშვებას, რომ აზროვნება წინ მიჰყავს კითხვებს და არა პასუხებს. სწორედ კითხვები გვაიძულებს, დავინახოთ საკითხების სიღრმე და კომპლექსურობა და შესაბამისად, გვეხმარება სრულფასოვანი დასკვნების გამოტანაში. არსებობს სოკრატისეული დიალოგის სხვადასხვა ტიპი. კრიტიკული აზროვნების მეთოდის მეშვეობით დასმული კითხვები ამოწმებს მონაწილეთა ღირებულებებს, პრინციპებს და რწმენის საფუძვლებს და ქმნის ე.წ. „პროდუქტიულ დისკომფორტს.“ კრიტიკული აზროვნების მეთოდით დიალოგი გვეხმარება იმ ადამიანური კონტექსტის ანალიზში, რომელშიც აზრები წარმოიშობა და, შესაბამისად, გამოიყენება არა მხოლოდ ფაქტების დასადგენად, არამედ საკითხის სირთულის, კომპლექსურობისა და გაურკვევლობის გამოსავლენად.

ღონისძიების სრული განრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში.

დრო: 18 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: პარკი „მზიური“

დასწრება თავისუფალია.

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივლისი 18, 2016
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: