
13 ივლისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ლოცვა პოეზიაში“.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ლოცვის არსი; ენა და აზროვნება; სიტყვები და საგნები, მათი ურთერთმიმართება; ადამიანი როგორც საგნების სახელმდებელი; „მამაო ჩვენოს“ სტრუქტურა; მაცხოვრის ლოცვა; „ავთანდილის ლოცვა და ანდერძი“; ილიას „ლოცვა“; გალაკტიონ ტაბიძის „მზეო თიბათვისა“; ანგელუს სილიზიელი და ტერენტი გრანელი.
დრო: 13 ივლისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]