Loading Events

« All Events

  • This event has passed.

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: მყინვარწვერი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

ივნისი 29, 2016 / 19:00

29 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მყინვარწვერი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: მყინვარის სამი ასპექტი და ილიას მიმართება მასთან: პიროვნულ-ინდივიდუალური („მგზავრის წერილები“), საზოგადოებრივ-ეროვნულ-სახელმწიფოებრივი („აჩრდილი“), მეტაფიზიკური („განდეგილი“); მყინვარწვერი გალაკტიონ ტაბიძესთან, კნუტ ჰამსუნთან, ადნრეი ბელისთან.

დრო: 29 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 29, 2016
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: