
სამშაბათს, 26 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, 101-ე აუდიტორია) გაიმართება საჯარო პრეზენტაცია თემაზე: “Georgian Water & Power და წყლის რაციონალურად დახარჯვა”; ამასთანავე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Georgian Water & Power-ს შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს. პრეზენტაციაზე განიხილება Georgian Water & Power-ის მიმდინარე პროექტები, წყლის მომარაგების სისტემა, ხარისხის მართვის კონტროლი და კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა.
[wpai_display_imported_files_here]