
8 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში გაიმართება ილიაუნის პოპ-ვოკალის მიმართულების სტუდენტების კონცერტი – თიკო ღაჭავას, ნინი სილაქაძის, თიკა წოწორიას, ანა იმედაშვილის, მარიამ კოპაძის, ლიზა იოსელიანის, ფიქრია კორპესაშვილის, ილია აბესაძისა და თორნიკე შეყილაძის – მონაწილეობით. რეპერტუარშია ცნობილი ქართული და უცხოური სიმღერები.
პოპ-ვოკალის კლასის ხელმძღვანელი: დოდო კილაძე;
კონცერტმაისტერი: თეა ჯინორია.
დრო: 8 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია
[wpai_display_imported_files_here]