Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საჯარო სამსახურების დასაქმების ფორუმი

ივნისი 28, 2021 / 11:00 - 17:00

28 ივნისს, ორშაბათს, 11:00-დან 17:00 საათის ჩათვლით, მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმის ფარგლებში გაიმართება საჯარო სამსახურების სფეროს დამსაქმებელთა შეხვედრები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან.

შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, zoom-ის საშუალებით და მათზე დასწრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ბმულით: https://bit.ly/3gUomKq

 

ღონისძიების განრიგი:

 _____________________________________________________________________________________________

11:00-12:00 სთ.: შემოსავლების სამსახური 

შემოსავლების სამსახური გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სტაჟირებების შესახებ.

_____________________________________________________________________________________________

12:00-13:00 სთ.:სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგი მიმართულებებით:

  • gis ტექნოლოგიები;
  • ეკოლოგია.

_____________________________________________________________________________________________

13:00-14:00 სთ.:სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სამომავლო ვაკანსიების შესახებ და გთავაზობთ დასაქმებას სრული განაკვეთით

_____________________________________________________________________________________________

14:00-15:00 სთ.:სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი)

სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სამომავლო ვაკანსიების შესახებ და გთავაზობთ დასაქმებას სრული განაკვეთით არაანაზღაურებად სტაჟირებაზე.

_____________________________________________________________________________________________

15:00-16:00 სთ.საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სამომავლო ვაკანსიების შესახებ და გთავაზობთ დასაქმებას არაანაზღაურებადი სტაჟირებით.

_____________________________________________________________________________________________

16:00-17:00 სთ.:სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გთავაზობთ დასაქმებას სრული განაკვეთით შემდეგ მიმართულებებზე:

  • ბიოლოგი:
  • ინჟინერ-მშენებელი, არქიტექტორი.

_____________________________________________________________________________________________

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერები არიანპროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში hr hub და სტუდენტური დასაქმების პორტალი studentjob.ge.

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ დროდადრო განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დრო: 28 ივნისი, 11:00- 17:00 სთ.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3h4DeV8

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 28, 2021
Time:
11:00 - 17:00
Event Category:
Event Tags: