Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ვახტანგ მებადურის საჯარო ლექცია: ტურისტული ხელშეკრულებითი სამართალი, როგორც ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი

მაისი 20, 2016 / 12:00

20 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E407 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, იურისტი, Mebaduri Consulting Group-ის ხელმძღვანელი, ვახტანგ მებადური, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:„ტურისტული ხელშეკრულებითი სამართალი, როგორც ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი“.

მომხსენებლის შესახებ

ვახტანგ მებადური პროფესიით იურისტია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო გერმანიაში და ბილეფელდის უნივერსიტეტში მოიპოვა დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ჰოლანდიურ კომპანიაში IODC (holandiis International Organization for Development & Cooperation), იყო BMC-ის (Business Management Center) და BCG-ის (Business Consulting Group) საქართველოს წარმომადგენელი გერმანიაში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი გერმანიაში, ასევე, გერმანელ და ქართველ სამართალმცოდნეთა კვლევითი გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის წევრი და მეხაზინე.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მის მიერ დაარსებული საკონსულტაციო სამსახურის – Mebaduri Consulting Group – ფარგლებში, ვახტანგ მებადური ინტენსიურად მუშაობს საქართველოში ტურიზმის განვითარების მხარდამჭერ პროექტებზე, რაც ითვალისწინებს ტურიზმის სამართლებრივ რეგულაციას და ამის ბაზაზე ტურისტული მომსახურების გაუმჯობესებას, თანამშრომლობს როგორც გერმანიის ტურისტული სამართლის წამყვან სპეციალისტებთან, ასევე გამოცდილ ტურისტულ საწარმოებთან. წლების განმავლობაში დაგროვილი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება მას საშუალებას აძლევს ლექციების, სემინარებისა თუ მასტერკლასის მეშვეობით გაუზიაროს ცოდნა დაინტერესებულ აუდიტორიას

დრო: 20 მაისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: E407 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 20, 2016
Time:
12:00
Event Category:
Event Tags: