Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„ინტელექტუალური დიალოგი ესთეტიკის საკითხებზე: შანსები და სირთულეები“ – სამეცნიერო კრებულის პრეზენტაცია

აპრილი 26, 2016 / 13:00

2016 წლის 26 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სამეცნიერო კრებულის პრეზენტაცია. კრებული – სახელწოდებით, „ინტელექტუალური დიალოგი ესთეტიკის საკითხებზე: შანსები და სირთულეები“ – გამოიცა 2016 წლის დასაწყისში, ვენაში, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოქვეყნებულია 2014 წლის ივნისში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები.

კონფერენცია – „ინტელექტუალური დიალოგი ესთეტიკის საკითხებზე: შანსები და სირთულეები“ – მომზადდა ვენის უნივერსიტეტის პროფესორ იურგენ თრინკსთან თანამშრომლობით და მასში მონაწილება მიიღო სამი ქვეყნის თექვსმეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვსმა პროფესორმა.

დრო: 26 აპრილი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 26, 2016
Time:
13:00
Event Category:
Event Tags: