
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ბაზისბანკის” ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში არსებული შეთანხმების თანახმად, ”ბაზისბანკი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი ყოველწლიური ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხას საინტერესო საუნივერსიტეტო პროექტების განხორციელებისკენ მიმართავს.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, 15 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში, ილიაუნის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონესაბაკალავრო პროგრამის 4 სტუდენტი დაჯილდოვდება. მარიამ გაგუას, ერეკლე ჯმუხაძეს, საბა კაკაბაძესა და ნინო მიქაძეს გადაეცემა 2000 ლარი, რომელსაც სტუდენტები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ვიზიტისთვის გამოიყენებენ.
დრო: 15 აპრილი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: F303 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)
[wpai_display_imported_files_here]