Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დისკუსია -ენერგეტიკა წინასაარჩევნო პერიოდში

აპრილი 15, 2016 / 17:00

15 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის, WEG-ის და ენერგეტიკის ექსპერტების სადისკუსიო კლუბის მონაწილეობით, ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების სერიის ფარგლებში, გაიმართება დისკუსია -ენერგეტიკა წინასაარჩევნო პერიოდში, რომელზეც განიხილება საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული საკვანძო პრობლემები.

დისკუსიის თემებია:

  • ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილი მიმართვის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები;
  • ენერგეტიკის დარგის მდგომარეობისა და იმ აქტუალური პრობლემების განხილვა, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკის პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლებისა და განვითარების მამოძრავებელ ძალად გადაქცევისთვის.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ენერგეტიკის სექტორის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რათა წინასაარჩევნო პერიოდში ყურადღება გამახვილდეს ენერგეტიკული უსაფრთხოების რეალურ პრობლემებზე და რეფორმებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ენერგეტიკის ოპტიმალური განვითარება და არა მისი სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან.

შეხვედრა წარიმართება ინტერაქტიურ ფორმატში. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან შეკითხვები და წარმოაჩინონ თავიანთი ხედვა არსებული პრობლემების გადაჭრისათვის.

დრო: 15 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. # 1, ვაკის პარკის მიმდებარედ)

დასწრება თავისუფალია.

2016 წელი

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 15, 2016
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: