
13 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ნარჩენების მართვის კომპანიის – McDonough Sustainable Innovation Collaboration – მთავარი მრჩეველი და ნარჩენების მართვაში სტრატეგიული ბიზნესგანვითარების დირექტორი, ლარი ბლეკი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: გადამუშავებაზე მეტი: ნარჩენების მდგრადი მართვის გეგმა (Beyond Recycling: Designing for Sustainable Waste Management).
მომხსენებელი უპასუხებს კითხვას, არის თუ არა ნარჩენების რაოდენობის შემცირება, ხელახლა გამოყენება, გადამუშავება საკმარისი ისეთი აქტუალური პრობლემის გადასაჭრელად, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ის განიხილავს პროდუქციის შექმნის უპირატესობებს ეკოეფექტურობისა და გარემოს მდგრადობისათვის.
მომხსენებლის შესახებ
ლარი ბლეკი ნარჩენების მართვის კომპანიის მთავარი მრჩეველი და ნარჩენების მართვაში სტრატეგიული ბიზნესგანვითარების დირექტორია. იგი პროფესიულ დონეზეა ჩაბმული გარემოს მდგრადობის შენარჩუნების ინიციატივებში, გარემოს პრობლემების გადაწყვეტის, ნარჩენების და მათი გადამუშავების, გარემოს მდგრადობის მიზნების დახვეწისა და გარემოს დაცვის ნორმების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებში. მიმდინარე პროექტები ითვალისწინებს:
ლექციის ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)
დრო: 13 აპრილი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]