Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძის, საჯარო ლექცია: ქართული არმია XXI – საქართველოს შეიარაღებული ძალები მოსალოდნელი ტრანსფორმაციის პირობებში

დეკემბერი 24, 2015 / 14:00

24 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ქართული არმია XXI – საქართველოს შეიარაღებული ძალები მოსალოდნელი ტრანსფორმაციის პირობებში“.

ლექცია ჩატარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, რაც საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით ახალგაზრდა ლიდერებთან და სტუდენტებთან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა რეგულარულ შეხვედრებს ითვალისწინებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწყების პრიორიტეტებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ლექციების სერიას დედაქალაქისა და რეგიონების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებენ.

დრო: 24 დეკემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 24, 2015
Time:
14:00
Event Category:
Event Tags: