
21 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე ლევან ბერძენიშვილთან. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ვაჟა-ფშაველა, როგორც ახალი ადამიანის შემოქმედი; ვაჟა-ფშაველა და ლუკა რაზიკაშვილი; ვაჟა-ფშაველას მემკვიდრეობა მეოცე საუკუნეში; ვაჟა-ფშაველა – ჩვენი წინამძღოლი მომავალში; ვაჟა-ფშაველა – ევროპული ღირებულებების დამამკვიდრებელი; ვაჟა-ფშაველა და მსოფლიო.
დრო: 21 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]