
16 დეკემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი განაგრძობს ლექციათა ციკლს რუსთაველისა და ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამჯერად, საუბრის მთავარი თემაა „ვეფხისტყაოსნის“ ექოები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. პოეტი განიხილავს შემდეგ თემებსა და ნაწარმოებებს: „ვეფხისა და მოყმის ბალადა“; გმირები და მათი დედები ქართულ ეპოსში; ქვრივი ქალის სახე ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემაში „პარციფალი“; ჰერცელოიდე, მოყმის დედა და ოთარაანთ ქვრივი.
დრო: 16 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]