
2 დეკემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი განაგრძობს ლექციათა ციკლს რუსთაველისა და ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამჯერად, პოეტი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: პოემა და ლექსი; რუსთაველი და დავით გურამიშვილი; რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა; რუსთაველი და გალაკტიონ ტაბიძე; ცა და ციური სხეულების სახეცვლილებები „ვეფხისტყაოსანსა“ და გალკტიონ ტაბიძის პოეზიაში.
დრო: 2 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]