
26 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, პოეტ გიორგი კეკელიძესთან.
საუბრის თემა: ”უკვდავების შიში” ანუ მიწა თავისას მოითხოვს“
რომელია უფრო საშიში ნაცნობი პერსონაჟებისთვის – სიკვდილი თუ უკვდავება? სტუმარი მსოფლიო ლიტერატურის ანალოგიებით ისაუბრებს უკვდავების თემაზე ქართულ ლიტერატურაში.
დრო: 26 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]