Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროკრედიტ ბანკში დასაქმების უნიკალური შანსი

ნოემბერი 18, 2015 / 15:00

18 და 19 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ”პროკრედიტ ბანკის” ადამიანური რესურსების განყოფილების თანამშრომლები დაინტერესებულ ახალგაზრდებს  გააცნობენ ინფორმაციას ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის შესახებ. 18 ნოემბერს შედგება შეხვედრა ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის, ხოლო 19 ნოემბერს – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

”პროკრედიტ ბანკი” იწყებს კადრების შერჩევას დასაქმების საერთაშორისო პროგრამისთვის, რომელიც ჩატარდება ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში.

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  •     ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  •     სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  •     მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
  •     დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  •     ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  •     ”პროკრედიტ ბანკში” პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.

ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაში მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი შეზღუდულია 21-დან 32 წლამდე.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

დრო: 18 და 19 ნოემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 18, 2015
Time:
15:00
Event Category:
Event Tags: