
18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი განაგრძობს ლექციათა ციკლს რუსთაველისა და ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამჯერად, პოეტი მოწვეულ სტუმართან, მწერალ დათო ტურაშვილთან ერთად ისაუბრებს შემდეგ თემებზე: რუსთაველი და ვახტანგ მეექვსე; რუსთაველი და ქართველი მეფეები; ”ვეფხისტყაოსანი”, როგორც ქართული ენის შესაძლებლობათა სამყარო; ”ვეფხისტყაოსანი” თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში.
დრო: 18 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]