
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული – საქართველო 2015.
კვირეულის ფარგლებში, 13 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანებული მოსწავლეების კონფერენცია. კონფერენციაზე მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ სკოლაში განხორციელებულ პროექტებს და მიმდინარე კვლევების შედეგებს.
კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები საქართველოს 13 სკოლიდან, კერძოდ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ინტერესისა და ასაკის მოზარდებში:
ამჟამად ილიაუნის ახალგაზრდა კლუბების წევრია:
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
კონფერენციის დრო: 13 ნოემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]