Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საერთაშორისო კონფერენცია: “რელიგია და სეკულარიზმი კავკასიაში – ახალი კონფიგურაცია”

ივნისი 1, 2015 / 10:00

1-3 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „რელიგია და სეკულარიზმი კავკასიაში – ახალი კონფიგურაცია“.

კონფერენციის თემაა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთობის თავისებური ფორმების ჩამოყალიბება, რელიგიურობის ახალი ფორმები და, ზოგადად, რელიგიური ლანდშაფტის ცვლილება პოსტკომუნისტურ პერიოდში.

გარდა ამისა, კონფერენციაზე განხილული იქნება რელიგიის როლი, მისი რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეში და სეკულარიზმის პრობლემატიკა ჩრდილოეთსა და სამხრეთ კავკასიაში.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: CASCADE / ISSICEU/ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური და რუსული.

კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

დრო: 1-2 ივნისი, 10:00-18:00 საათი, 3 ივნისი, 10:00-14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 1, 2015
Time:
10:00
Event Category:
Event Tags: