
28 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის ასოცირებულ პროფესორთან, ბატონ გრიგოლ ღოღობერიძესთან.
ლექციის თემაა: „ტურბულენტობა – კლასიკური ფიზიკის გადაუჭრელი პრობლემა“
ხშირად ამბობენ, რომ ტურბულენტობა კლასიკური ფიზიკის მთავარ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. მოხსენებაში განხილული იქნება ტურბულენტური მოძრაობის ძირითადი თვისებები და ის მიზეზები, რომლებიც პრობლემის სირთულეს განაპირობებს; ასევე განხილული იქნება მაგალითები, რა გავლენას ახდენს ტურბულენტობა ისეთ ბუნებრივ მოვლენებზე, როგორებიცაა ტორნადოს ფორმირების წინ ინფრაბგერის გენერირება, მზის არის გაცხელება და ასე შემდეგ.
დრო: 28 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]