
28 მაისს, ხუთშაბათს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გამომცემლობის – “წიგნები ბათუმში” – ახალი წიგნის პრეზენტაციაზე გიწვევთ. კანადელი მწერლის, თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორის, ბუკერისა და ართურ კლარკის პრემიების მფლობელის, მარგარეტ ეტვუდის რომანის – “მხევლის წიგნი” – ქართულ თარგმანს გამომცემელი მარი კორინთელი, წიგნის მთარგმნელი ანი კოპალიანი და რედაქტორი ლალი ჭინჭარაული წარადგენენ.
დრო: 28 მაისი, 19:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია
[wpai_display_imported_files_here]